მმართველი პარტიისგან არავინ შემომხმიანებია და არაფერი შემოუთავაზებიათ, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველა გადაწყვეტილებას დიალოგთან დაკავშირებით მიიღებს საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან.
„მე არავინ შემომხმიანებია და არაფერი შემოუთავაზებიათ. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ერთობის შენარჩუნება და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ერთობლივ მაგიდასთან", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ ოპოზიციას ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატი შესთავაზა. ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც როგორც გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იგაო ხვიჩია აცხადებს, არსებული პოლიტიკური ტემპერატურის დაწევასთან დაკავშირებით ისაუბრეს.