13 ნოემბერს სეპარატისტულ აფხაზეთში მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ჩავა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, მოსკოვის მერთან ერთად სოხუმს მოსკოვის მერიის წარმომადგენელთა დიდი დელეგაცია ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"10:30 საათზე მოსკოვის მერის თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში დაეშვება. მოსკოვის მერიის დიდი დელეგაციისას გაფორმდება რამდენიმე ხელშეკრულება მოსკოვისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათი ინფორმაციით, ხელშეკრულებები გაფორმდება სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში. გაფორმდება ასევე მემორანდუმი სამეწარმეო სფეროში.
11:00 საათზე მოსკოვის მთავრობის დელეგაცია აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდებიან და დოკუმენტებს მოაწერენ ხელს. 12:00 საათზე მოსკოვის მთავრობის დელეგაციის მიერ აფაზეთში ჩატანილი ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. 12:20 საათზე მოსკოვის მთავრობის დელეგაცია სოხუმის ცენტში "მოსკოვის სახლის" სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებს. 15:00 საათზე ფილარმონიაში გაიმართება კონცერტი სახელწოდებით "რუსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდობა _ ერთად მომავლისკენ".