საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრმა, ბილაინმა თამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა. ახლებური დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს და ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია.
განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიენებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.
ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ბილაინის სერვისების შესახებ, მარტივად შეიძინოს სიმ ბარათი და გაიაქტიუროს სასურველი პაკეტი.
ბილაინის არსებულ აბონენტებს ასევე შეუძლიათ სწრაფად და მარტივად განახორცილონ ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა, ავტომატური გადახდის გააქტიურება, კრედიტის აღება თუ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტების შეძენა როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით.
ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტები შეამოწმებენ პირად მონაცემებსა და ბალანსს. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელსაც აბონენტები დიდი ინტერესით შეხვდენ ბილაინის მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშია, რომელიც მომხმარებელს მობილური ინტერნეტის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
განახლებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია უკვე პოპულარული თამაში და მომავალში ახალი ვერსიების განთავსება იგეგმება. ვებგვერდი ადაპტირებულია როგორც სმარტფონების, ასევე პლანშეტების ეკრანებზე.
ბილაინის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აბონენტებმა, რომლებმაც შესაბამის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და უკუკავშირი მისცეს კომპანიას. კვლევაზე დაყრდნობით, ვებგვერდის განახლებისას მაქსიმალურად მოხდა მომხმარებლების ინტერესისა და საჭიროებების გათვალისწინება.
ბილაინი აგრძელებს ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებას და მომავალში აბონენტებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. მათ შორის იქნება, ქართულ აპლიკაციებს შორის ანდროიდის მომხმარებლების რჩეული MyBeeline აპლიკაციის განახლებული ვერსია.