საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტში მივიდა.
გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატზე, ირაკლი შოთაძეზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის პროფესიონალია.
"ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ღირსეული გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებელობის აღება", - თქვა გახარიამ პარლამენტში შესვლამდე.