უხანში, ერთ-ერთი სპეციალიზირებული კლინიკის მთავარი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მანამდე ლიუ ჩჟიმინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ჩინურმა ბეჭდურმა მედიამ. თუმცა მოგვაინებით ეს ინფორმაცია უარყო, მედია იუწყებოდა, რომ ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძოდნენ.
დღეს ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიუ ჩჟიმინი კოლეგების ძალისხმევის მიუხედავად, დილით გარდაიცვალა. ექიმი 51 წლის იყო, ის ჩინეთში კლინიკის პირველი ხელმძღვანელია, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა.
კლინიკა "უხანი", სადაც ლიუ ჩჟიმინი მუშაობდა, ერთ-ერთი პირველი სპეციალიზირებული დაწესებულებაა, რომელიც კორონავირუსით დაავდებულებს მკურნალობს. კლინიკაში სამედიცინო სფეროს 966 წარმომადგენელი მუშაობს.