დღეს, 7 ოქტომბერს, თბილისში მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგიის ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა თბილისიდან 17 კმ-ში, მცხეთასთან ახლოს, 09:06 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ამპლიტუდამ 3.5 ბალი შეადგინა.
წინასწარი ინფორმაციით მიწისძვრას რაიმე სახის დაზიანება და მსხვერპლი არ მოყოლია.