ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურებში ეჭვობდნენ, რომ რუსეთმა თავისი ჯაშუშები გაგზავნა ირლანდიის სანაპიროებთან წყალქვეშა ტრანსატლანტიკური საკომუნიკაციო ხაზების ადგილმდებარეობის დასადგენად. იტყობინება Sunday Times-ი.
ოკეანის ფსკერზე განთავსებული საკომუნიკაციო კაბელები შეერთებულ შტატებს, კონტინენტურ ევროპასა და ბრიტანეთს შორის ინტერნეტტრაფიკს უზრუნველყოფს.
გამოცემის ცნობით, რუსი აგენტები ცდილობენ იპოვონ საკომუნიკაციო სისტემის სუსტი წერტილები, რათა მომავალში ისინი შესაძლო დივერსიისთვის იყოს გამოყენებული.
როგორც გამოცემა იუწყება, რომ ქვეყანაში გაგზავნილი რუსი აგენტები ასევე სწავლობნენ დუბლინში არსებულ საპორტო ინფრასტრუქტურას.
The Sunday Times-ი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ინტერესი წყალქვეშა კაბელების მიმართ პირველად გაჩნდა 2015 წელს. მაშინ წყალქვეშა საკონუმიკაციო სისტემის სიახლოვეს რუსული წყალქვეშა ნავები შენიშნეს.