შეერთებულ შტატებში დღეს ფედერალური უქმე დღეა და ამერიკელები პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ.
პრეზიდენტის დღე პირველად დასვენების დღედ 1879 წლის 22 თებერვალს გამოცხადდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღის აღსანიშნად.
თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ 1968 წელს, კონგრესმა კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც რამდენიმე დღესასწაულის, მათ შორის, პრეზიდენტის დღის აღნიშნვის დღე შეიცვალა. მას შემდეგ პრეზიდენტის დღე ყოველთვის თებერვლის მესამე ორშაბათს აღნინიშნება ადამიანებისთვის გადაბმულად სამი დასვენების დღის მისაცემად.
დროთა განმავლობაში, დღესასწაული შეიცვალა და მე-16-ე პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღე, 12 თებერვალიც ჩაერთო.
პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, მაღაზიები მომხმარებლებს მაღალ ფასდაკლებებს სთავაზობენ.