დღეს, 7 ოქტომბერს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურში "ნავთლუღი 220" საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების მიზნით, კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძისა და სურგულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება შეუწყდება ელექტროშემდუღებელ და ასფალტის ქარხნებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.