დღეს, 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ პროცესში".
6 ოქტომბერს რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში რადიო თავისუფლების პრეზიდენტ ჯეფრი გედმინის პრესკონფერენცია გაიმართა.
აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრები ვიქტორ ეში, დენის მულჰაუპტი და რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი საქართველოს 5 ოქტომბერს ეწვივნენ და 7 ოქტომბერს დატოვებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.