ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან საბრძოლველად 80.5 მლრდ ჩინური იუანი გამოყო, რაც დაახლოებით 11,5 მლრდ დოლარია. ამის შესახებ ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ოუ ვენჰანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს დაფინანსება ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
14 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 63 800-ს გადააჭარბა. გარდაიცვალა 1380 ადამიანი.