აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებსა და მთლიანად ქართველ ერს მიუსამძიმრა.
"ძალიან გვეწყინა, რომ ავღანეთში ოთხი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. მინდა მათ ოჯახებს და მთელ ქართველ ერს მივუსამძიმრო და ღრმა მწუხარება გამოვთქვა", - აღნიშნა კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრუელბის დროს 5 ქართველი სამხედრო - მუხრან შუკვანი, ნუგზარ კალანდაძე, გიორგი კოლხიტაშვილი, დავით ცეცხლაძე და რამაზ გოგიაშვილი - დაიღუპა.