საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
კონფერენციში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.