საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის 56-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში. იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში თემაზე “The Greater Black-Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial”.
გაიმართება ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.