მსახიობმა რენე ზელვეგერმა "ქალის საუკეთესო როლის" ნომინაციაში ფილმში "ჯუდი" შესრულებული ჯუდი გარლენის როლისთვის "ოსკარის"პრემია დაიმსახურა.
ნიმინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ სკარლეტ იოჰანსონი ("ქორწინების ისტორია"), სირშა რონანი ("პატარა ქალები"), სინტია ერივო("ჰარიეტი"), შარლიზ ტერონი ("სკანდალი").
რენე ზელვეგერი უკვე არის ოსკარის, BAFTA-ს პრემიების ლაურეატი. "ოქროს გლობუსის" ოთხი ჯილდოსა და აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის სამი პრემიის მფლობელი.
ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავიც.