პირველად ოსკარის ისტორიაში, წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში სამხრეთკორეულმა ფილმმა გაიმარჯვა.
სამხრეთკორეული კინოსურათი "პარაზიტები" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოსკარის პრემიის გამარჯვებული გახდა.
ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიაზე რეჟისორ პონ ჩჟუნ-ჰოს "პარაზიტები" წარდგენილი იყო ექვს ნომინაციაში, საიდანაც მან ჯილდო ოთხ ნომინაციაში მოიპოვა.
პონ ჩჟუნ-ჰომ ოსკარი საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიიღო. ამის გარდა, ფილმი 2019 წლის საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად დასახელდა.
ოსკარის დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში, 9 თებერვალს გაიმართა.