ვენეციაში ყოველწლიური კარნავალი მიმდინარეობს. კარნავალს, რომელიც იტალიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში ტარდება ყოველ წელს ათასობით ტურისტი სტუმრობს.
კარნავალი ტრადიციულად სან მარკოს მოედანზე დაიწყო.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, თეატრალიზირებული და მუსიკალური წარმოდგენები. ქალაქი გაფორმებულია ულამაზესი დეკორაციებით. გასართობი ღონისძიებები დილიდან გვიან საგამომდე გრძელდება.
ვენეციის კარნავალის ტრადიცია რომაული დღესასწაულიდან მომდინარეობს, რომელიც ძველ რომში სატურნის პატივსაცემად იმართებოდა.
რენესანსის ეპოქაში ვენეციაში ნიღბებმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად იყენებდნენ. ვენეციელი დიდებულები ნიღბის ქვეშ თავიანთ სახებს კაზინოში ან სხვა გასართობ სიტუაციებშიც მალავდნენ.
ტრადიციული კარნავალი ვენეციაში 8 თებერვალს დაიწყო და 25 თებერვლამდე გასტანს.