საპროკურორო საბჭომ პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ფარული კენჭისყრით მიიღეს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატები იყვნენ ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია.
საბჭომ ირაკლი შოთაძე 11 ხმით აირჩია. სოფიო შენგელიამ საბჭოს წევრთა ერთი ხმა აიღო.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა.