2016 წელს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და სულ მცირე, ეს შედეგი უნდა გავიმეოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი არჩევნებზე განახლებული სახით წარდგება.
„საარჩევნო მუშაობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული რეიტინგი კიდევ გავზარდოთ, თუმცა არსებული მოცემულობაც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 2016 წელს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და სულ მცირე, ეს შედეგი უნდა გავიმეოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. გუნდის განახლება მუდმივი პრიორიტეტია. 2016 წელს არსებითი განახლება გვქონდა, ოპოზიციისგან განსხვავებით, რაც არჩევნებში წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა.