ისეთი დანაშაული, როგორიცაა ნაადრევი ქორწინებისა და ქორწინების იძულება გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის, - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე.
მისი თქმით, უნდა შეფასდეს ბოლო წლების ტენდენცია და ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს ამ დანაშაულებებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების კუთხით.
„როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სამართალდამცავები ორგანოებისთვის კვლავ პრობლემად რჩება ნაადრევი ქორწინებისა და ქორწინების იძულების პრაქტიკის არსებობა. ეს დანაშაული გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის, ვფიქრობ, უნდა შეფასდეს ბოლო წლების ტენდენცია და ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს ამ დანაშაულებებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების კუთხით. ითვლება, რომ დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერების პირობებში სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს დანაშაულის და მისი დასჯადობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება", - თქვა შოთაძემ.