ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
გადაწყვეტილება, ცოტა ხნის წინ, ჟენევაში ორგანიზაციის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.
როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის მყიფე სისტემის მქონე ქვეყნებში.
ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ახალი კორონავირუსის გავრცელებას "უპრეცენდენტო ეპიდემია" უწოდა.
ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსს 213 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულია 9 776 ადამიანი, ჩინეთსა და მსოფლიოს 23 ქვეყანაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წელს 9 იანვარის გამოქვეყნდა განცხადება ჩინეთში პნევმონიის შემთხვევებთან დაკავშირებით.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხუბეის პროვინციის (58 მილიონი მოსახლეობით) დედაქლაქ უხანში (19 მილიონი მოსახლეობით) დაფიქსირებულ უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევათა კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი გახდა ახალი კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში.
ჩინელმა მკვლევარებმა მოახდინეს ვირუსის სექვენირება და მისი იზოლაცია ერთი პაციენტის დადებითი ნიმუშიდან.
დაავადებულთა სამუშაო პირობების, ადგილმდებარეობის და სიმპტომების გვარობამ - მიუთითა კორონავირუსზე (CoV), როგორც კლასტერში დაავადების ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევზე.
ოფიციალურ წარმომადგენელთა განაცხადებით, ლაბორატორიული ტესტები გამორიცხავდა SARS-CoV, MERS-CoV, გრიპის, ფრინველის გრიპის, ადენოვირუსის და სხვა რესპირატორული პათოგენების გამოვლენას.
გლობალურად, ახალი კორონავირუსის აღმოცენება პერიოდულად იჩენს თავს. მაგალითად, 2002 წელს SARS, 2012 წელს კი MERS. რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მონიტორინგს პარტნიორებთან ერთად, ასევე მზადაა ტექნიკური დახმარება გაუწიოს ჩინეთს ეპიდაფეთქებაზე რეაგირებასა და კვლევაში.
რა არის კორონავირუსი?
კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებადმძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV. ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი არის ახალი შტამი, რომელიც ადრე არ იყო გამოვლენილი ადამიანებში.
კორონავირუსი არის ზოონოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MERS-CoV-ის შინაური აქლემისგან.
რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
რა არის კორონავირუსის სიმპტომები?
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.