ხვალ, 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში (ძმები კაკაბაძეების 2) გაიმართება რადიო თავისუფლების პრეზიდენტ ჯეფრი გედმინის პრესკონფერენცია, ხოლო 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, იგი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ პროცესში".
აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრები ვიქტორ ეში, დენის მულჰაუპტი და რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი საქართველოს 5 ოქტომბერს ეწვივნენ და 7 ოქტომბერს დატოვებენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.