29 იანვარს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
შეთანხმების დოკუმენტი 621-მა ევროპარლამენტარმა მოიწონა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 49 დეპუტატი წავიდა.
კენჭისყრის პროცესი ემოციური აღმოჩნდა, როგორც ბრიტანელი ასევე სხვა დანარჩენი ქვეყნების დეპუტატებისთვისაც.
ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ გაერთიანებიდან დიდი ბრიტანეთს გასვლის მიუხედავად, ის მუდამ ევროპის გულში დარჩება.
კენჭისყრის შემდეგ, დეპუტატები წამოდგნენ, ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს და ერთად შეასრულეს შოტლანდიური სიმღერა, რომელსაც ტრადიციულად დასამშვიდობებელი შეხვედრების დროს ასრულებენ. ზოგიერთი მათგანი ატირდა კიდეც.
ბრექსიტის შეთანხმების დოკუმენტს კენჭი საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა უყაროს. როგორც ვარაუდობენ კენჭისყრა 30 იანვარს გაიმართება.
მანამდე შეთანხმებას ხელი მოაწერეს დიდი ბრიტანეთს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.