გერმანულმა ავიაკომპანიამ Lufthansa-მ, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა.
როგორც იუწყებიან, ავიამიმოსვლა თებერვლის ბოლომდე გაუქმდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში ავიამიმოსვლა გააუქმეს British Airways-მა , Air Asia-მ და Air India-მ.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.