ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო დეპარტამენტმა სპეცოპერაციის შედეგად, სავაჭრო ცენტრებში - "პასაჟსა" და "კიდობანში" - 170 მეწარმე დააკავა. დაკავების პროცესი დილიდან დაიწყო.
დაკავებული მოვაჭრეები დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადაყვანილი. სამართალდამცველები დაკავებულ მოვაჭრეებს ფინანსურ მაქინაციებში სდებენ ბრალს. სამართალდამცავებმა დააკავეს იმ სატრანზიტო კომპანიის ხელმძღვანელებიც, რომლებიც უკანონო ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობდნენ. ინდმეწარმეების განცხადებით, ისინი შპს "ტრანს-კარგოს" აბარებდნენ იმის დამადასტურებელ ქვითრებს, რომ თურქეთის სხვადასხვა მაღაზიაში ნაყიდი ჰქონდათ საქონელი.
ამ დროისთვის "პასაჟსა" და "კიდობანში" მუშაობა შეწყვეტილია, რადგან მოვაჭრეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.
დაკავებები ხორციელდებოდა საბაჟოზე, საკუთარ სახლებში, სავაჭრო ცენტრებში და ასე შემდეგ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.