პარტია "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის წერილი, რომელსაც ის სტრასბურგში აგზავნიდა, დაიკარგა.
ირაკლი ოქრუაშვილი საჩივრის დაკარგვაში სუს-ს ადანაშაულებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მან facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა.
"სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო. 21-ე საუკუნეში ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ყველაზე დებილი ქოცის თავში შეიძლება მოიხარშოს.
ორი კვირის წინ ხელახლა ამოვაბეჭდინე, ჩემს ერთ მეგობარს სტრასბურგის ბილეთი ავუღე და საბუთებიანად გავგზავნე. ხანდახან მგონია, რომ ბიძინაც და მისი გარემოცვაც ჰომოსოვიეტიკუსის გარდა , ჰომოსაპიენსებიც არიან და დროს ასცდნენ", - წერს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილის თანაპარტიელი, გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაასაჩივრონ.
"გახარია-ივანიშვილის ბრძანების გარეშე შეუძლებელია, ვინმემ ფოსტაში ჩაბარებული დოკუმენტაცია მოიპაროს", - განაცხადა ჩალაგაშვილმა.