"საქართველოს მთავრობა თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან," - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა, მმართველი გუნდის შეფასებებს ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე.
"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სრულიად არაადეკვატურია "ქართული ოცნება." საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება, რამხელა პრობლემაში შეყო თავი, როდესაც ამერიკის კონგრესთან ძველბიჭურ დაპირისპირებაში შევიდა”, - აცხადებს გიგი უგულავა.