შვედეთის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები საქართველოს კონტროლის პალატას ეფექტიანი აუდიტის შესახებ კონსულტაციებს გაუწევენ.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, უწყებას შვედეთის სახელმწიფო აუდიტორული ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ. შვედი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად ეფექტიანობის აუდიტის შესახებ სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის სახელმწიფო აუდიტორულ ოფისს შორის ინსტიტუციონალური განვითარების თანამშრომლობა (2010 - 2012 წწ.) რამდენიმე ქვეპროექტს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი ეფექტიანობის აუდიტს ეხება. მისი მიზანია კონტროლის პალატაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეფექტიანობის აუდიტის დანერგვა.
სამუშაო შეხვდრები 5-დან 8 ოქტომბერამდე გაგრძელდება.