სტრასბურგში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით "ზამთარი საქართველოში" (Georgia in Winter) გაიმართება. ფოტოგამოფენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.
დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.