გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, უელსის პრინც ჩარლზს სურს, ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. ამის შესახებ პრინცმა ბრიტანულ გამოცემა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ვიცი, რომ ირანი საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის განათლებაში, კულტურაში, ხელოვნებასა და პოეზიაში", - განაცხადა პრინცმა ჩარლზმა.
პრინცი ჩარლზის თქმით, მას სურს იყოს მშვიდობისმყოფელი და დღენიადაგ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასადგურებისთვის ლოცულობს.
გამოცემა დაუკავშირდა პრინცის პრესსპიკერს, რათა გადაემოწმებინა ინფორმაცია, უახლოეს ხანებში გეგმავდა თუ არა ტახტის მემკვიდრე ირანში ვიზიტს, რაზედაც პასუხი იყო შემდეგნაირი "ირანში ოფიციალური ვიზიტი ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი".