ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურებსა და პრეზიდენტებს საგანგებო შეხვედრაზე იწვევს. ამის შესახებ ნათქვამია შარლ მიშელის მიერ გავრცელებულ ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში.
შარლ მიშელის თქმით, საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც 20 თებერვალს დაიწყება, უნდა იმსჯელონ და შეთანხმებას მიაღწიონ ევროკავშირის 2021-2027 წლების ფინანსურ ჩარჩო დოკუმენტთან დაკავშირებით.
"სპეციალური წარმომადგენლების დონეზე ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, მე გადავწყვიტე მოვიწვიო ევროკავშირის საბჭოს სპეციალური სხდომა, რომელიც დაიწყება 2020 წლის 20 თებერვალს.
დროა მივაღწიოთ შეთანხმებას ლიდერების დონეზე მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსთან დაკავშირებით", - ნათქვამია წერილში.
შარლ მიშელის განცხადებით, ამ საკითხში ნებისმიერი შეფერხება "შექმნის სერიოზულ პრაქტიკულ და პოლიტიკურ პრობლემებს და საფრთხეს შეუქმნის მიმდინარე პროგრამებისა და პოლიტიკის განხორციელებას, ისევე როგორც ახლის დაწყებას."