26 იანვარს 16:00 საათზე თბილისი, კერძოდ ვერის კალათბურთის დარბაზი, ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან საკრივო შოუს მასპინძლობს.
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group promotion-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი WBF ვერსიით 69 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გურგულიანი თავის მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს მექსიკელი ედგარ ორტეგას წინააღმდეგ 12-რაუნდიან ბრძოლაში დაიცავს.
29 წლის მექსიკელი ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონია WBO ვერსიით.
შეგახსენებთ რომ ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2019 წლის მაისში ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართულ ბრძოლაში ადგილობრივების ფავორიტის, ანდრეას ვალავანისის ბრწყინვალე ძლევის შედეგად დაისაკუთრა.
დღის მთავარი სატიტულო ბრძოლის გარდა გაიმართება 12 სარეიტინგო ორთაბრძოლაც, რომელშიც მონაწილეობას საუკეთესო მოკრივეები მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
25 იანვარს 16:00 საათზე, სასტუმრო კოსტეში მოკრივეთა სამედიცინო შემოწმება შედგება, ხოლო 17:00 საათზე ოფიციალური აწონვები და სატიტულო ბრძოლის წინა პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მოკრივეების, ლაშა გურგულიანის, მისი მექსიკელი მეტოქის ედგარ ორტეგას და მათი მწვრთნელების გარდა მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი და მსოფლიო კრივის ფედერაციის (WBF) პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი.
კრივის საღამოზე გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია.
მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლის გარდა სარეიტინგო ორთაბრძოლებს ჩაატარებენ შემდეგი მოკრივეები:
სერგო აგამიროვი (თბილისი) – კახა ავეტისიანი (ბორჯომი)
გიორგი ბლიაძე (ბორჯომი) - შალვა გუჩმაზოვი (გურჯაანი)
კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი) (დებ) – ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი)
ზურა მექერიშვილი (გურჯაანი) – თამაზ იზორია ( ზუგდიდი)
უმეკაშვილი გიორგი (თბილისი) – გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული)
აბულაძე მამუკა (ვარიანი) (დებ) – დავით ბიძინაშვილი (გორი)
ოდიკაძე აჩიკო (ვარიანი) – შარიაშვილი ირაკლი (რუსთავი)
იაგო კიზირია (ფოთი) – ლადო გაბისონია (ზუგდიდი)
ედგარ სარქისიანი (თბილისი) – დათო შერვაშიძე (ბათუმი)
დათო ნანავა (ფოთი) - მალხაზ თათრიშვილი (გორი)
ნინო კოპაძე (ბათუმი) – ლილი ჯუმალი (ქუთაისი) (დებ)