თქვენ არა ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრებს, ენმ-ს დეპუტატის ლევან ხაბეიშვლის ცემის გამო.
"პირდაპირ უნდა გითხრათ, თქვენ არა ხართ საკრებულოს დეპუტატები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაგავი. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდ გავიტანოთ საკრებულოდან. ნაგავი, რომელიც არჩევნებზე უნდა გავიტანოთ პარლამენტიდან. რაც უფრო დიდო ხანი დარჩება ეს ნაგავი, მით უფრო აყროლდება. აყროლდება ზუსტად ისე როგორც აყროლდა ასლან აბაშიძის რეჟიმი.
ფურთხის და გინების ღირსია თითოეული ის ტურა, რომელიც 10 - ერთზე ჩხუბობს. უბრალოდ დედათქვენებს რას ვერჩი, თორემ მართლა მოსაკითხები ხართ სათითაოდ. იმიტომ რომ არ გესმით რა არის დეპუტატი. ჩვეულებრივი არშემდგარი ქუჩის ბიჭები ხართ, რამდენიმე თქვენგანი პირდაპირ კალაძის შნირი ბრძანდებით. აი ეს არის „ქართული ოცნების“ ხროვა თბილისის საკრებულოში“, - თქვა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს სცემეს.
უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.