ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ-ის რექტორის არჩევნები დანიშნა.
აკადემიური საბჭოს დადგენილებით რექტორის არჩევნები 2010 წლის 27 დეკემბერს ჩატარდება.
კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ამავე დროს, აკადემიურმა საბჭომ გამოაცხადა კონკურსი თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
კანდიდატთა რეგისტრაცია 11 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით იწარმოებს. კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანცლერის კანდიდატურა წარმომადგენლობით საბჭოს 5 ნოემბრამდე წარედგინება.