მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში სუბკულტურა ვითარცა ძველი დროის ურდო ისე შემოესია ქვეყანას, როდესაც მე შევიერთე პარლამენტის გადაწყვეტილებით პენიტენციური სისტემა. მადლობა ამისთვის, - ასე მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას.
მისი თქმით, პირდაპირ არის ანგარიშში, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სენია, „მადლობა ამისთვის".
"მადლობა მინდა ვუთხრა ომბუდსმენს იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფორმა საკითხი ისე, თითქოს საქართველოში სუბკულტურა ვითარცა ძველი დროის ურდო ისე შემოესია ქვეყანას, როდესაც მე შევიერთე პარლამენტის გადაწყვეტილებით პენიტენციური სისტემა. მადლობა ამისთვის.
მე მოლოდინი მქონდა, რომ საქართველოში საერთოდ სუბკულტურის და კრიმინალური მენტალიტეტის გაჩენა ჩემს სახელთან იქნებოდა დაკავშირებული. პირდაპირ არის ანგარიშში, რომ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სენია. მადლობა ამისთვის.
ასევე 2017 და 2018 წელსაც, როდესაც მე არ გახლდით პენიტენციური სამსახურის მინისტრი, იგივე სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ ციხეებში სუბკულტურა არსებობს", - თქვა წულუკიანმა.