უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა მერვედფინალში რუსეთთან ერთქულიანი სხვაობით წააგო - 13:14.
საქართველოს ნაკრების წევრებმა მარკო ელაჩამ და ფაბიო ბარალდიმ, სამ-სამი გოლი გაიტანეს. დუბლი შეასრულეს ზურაბ რურუამ, დამირ ცრეპულიამ და ბორის ვაპენსკიმ. ერთი გოლი კი გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანა.
მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს.