ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსეი ქეით ბლანშეტი 2020 წლის ვენეციის 77-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება. იტყობინება კინოფესტივალის პრესსამსახური.
"ყოველწლიურად გულდასმით ვსწავლობ ვენეციის კინოფესტივალის პროგრამას, რომელიც მუდამ განსხვავებული და მრავალფეროვანიას.
ეს კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ატმოსფეროს ფესტივალია მსოფლიოში. წელს ჟიურის თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგიაა და ამავდროულად, სასიამოვნოც", - თქვა ქეით ბლანშეტმა.
ავსტრალიელი მსახიობსა და თეატრის რეჟისორს ქეით ბლანშეტს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, სამი ოქროს გლობუსი, სამი BAFTA, ორი ოსკარი და ერთი ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო.
2007 წელს კეიტ ბლანშეტი მოხვდა ჟურნალ ტაიმის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში. იგი აგრეთვე მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მსახიობია.
ვენეციის კინოფესტივალი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის ყველაზე ძველია. იგი 1932 წელს დაარსდა. წელს იგი 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.
ფესტივალი ყოველ წელს ტარდება კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ--ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი.
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro - ოქროს ლომი, რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi - ვოლპის თასი, რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი.