გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, დევნილი პედაგოგებისთვის შეხვედრა მოეწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან განუცხადეს, ღონისძიება სახელწოდებით ,,საქართველოს სიყვარულის გაკვეთილი" მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
წარმოდგენილი იყო ინსცენირებული გაკვეთილი პატრიოტულ თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასახლის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა და აღსაზრდელებმა.
,,საქართველოს სიყვარულის გაკვეთილს" ადგილობრივი ხელისუფლების და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ცხინვალის და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაიაც (ჭანტურია) ესწრებოდა.
ღონისძიება შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით გაიმართა.