დღეს თბილისში აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრები ვიქტორ ეში, დენის მულჰაუპტი და რადიო `თავისუფლების~ პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი ჩამოვიდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
6 ოქტომბერს რადიო `თავისუფლების~ თბილისის ბიუროში გაიმართება ჯეფრი გედმინის პრესკონფერენცია, ხოლო 7 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება მისივე საჯარო ლექცია თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ პროცესში".
მასალის გამოყენების პირობები