საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარ ომს ექსტრაორდინალური შემთხვევა უწოდა. მისი თქმით, ისტორიის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ევროსაბჭოს ორ წევრს შორის სამხედრო დაპირისპირება მოხდა.
"რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტი და დაპირისპირება არის ექსტრაორდინალური შემთხვევა. ეს პირველი შემთხვევაა ორგანიზაციის 60 წლიანი ისტორიის მანძილზე, როდესაც ორ წევრ სახელმწიფოს შორის მოხდა ომი", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მანვე ქართული მხარის სახელით თბილისში სერგეი მაკაროვის არ შემოშვებაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიული საზღვარი რუსეთის უამრავმა მოქალაქემ გადმოკვეთა. მისი თქმით, ვინც საქართველოს კანონმდებლობას არ დაარღვევს ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა არ ექნება.
"ნება მიბოძეთ აგიხსნათ ქართული კანონმდებლობა ნებისმიერ პიროვნება, რომელიც ჩავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კანონმდებლობით მას ეკრძალება, რომ შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მარკოვის შემთხვევაში ის რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იყო პროვოკაცია. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარკოვის გარდა ვიზა დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო, თუმცა მათ უარი თქევს საქართველოში შემოსვლაზე და ბოიკოტი გამოუცხადეს კომიტეტის სხდომას. არ დაგავიწყდეთ, რომ 500 000 დევნილსა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლს არ აქვს უფლება დაუბრუნდენენ საკუთარ სახლებს. რუსეთის საოკუპაციო ჯარებს აქვთ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. 2008 წლის შემდეგ რუსეთის არაერთმა მოქალაქემ მიიღო ვიზა აეროპორტში ან რუსეთში, ჩვენს საკონსულოში. ვინც არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას თავისუფლად შემოდის საქართველოში", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარემ 16-17 სექტემბერს ეუთოს იურიდიული კომისიის სხდომაზე რუსული დელეგაციის ჩამოსვლა დაბლოკა.