ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელ;მაც „პრეზიდენტის“ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპრებულ რეგიონში, აფხაზეთში, ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ხმების 47,4%. ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერმა, ალხას კვიცინიამ კი - 46,2%-ი. ოპოზიცია „არჩევნების“ შედეგებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ხმათა 50%-ზე მეტი არც ერთ კანდიდატს მიუღია, როგორც ამას „კანონი“ მოითხოვს. სოხუმში საპროტესტო გამოსვლები 9 იანვარს დაიწყო და აქციის მონაწილეებმა ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს. ხაჯიმბამ გადადგომაზე უარი თქვა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტრუმით აიღეს. აფხაზეთის დე ფაქტო უმაღლესმა სასამართლომ ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბას გამარჯვება უკანონოდ ცნო. ოპოზიცას დე ფაქტო პრეზიდენტის ადამინისტრაციის შენობა არ დაუტოვებია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელახალი „სარეზიდენტო არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტისთვის დანიშნა. ხაჯიმბას ადმნისტრაცია გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით, „პრეზიდენტის“ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.