დორტმუნდის ზოოპარკში სამხრეთული თეთრი მარტორქა დაიბადა. იტყობინება Deutsche Welle.
მამრი მარტორქა ოთხშაბათს საღამოს დაიბადა და ის უკვე 50 კილოგრამს იწონის, ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ახალშობილი მარტორქისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ. ზოოპარკის თამანშრომლები იუწყებიან, რომ დედა მარტორქა, სახელად შაკინა, თავს კარგად კრძნობს და მცირედი დასვენება ესაჭიროება, ამიტომ ის და ახალშობილი მნახველებს დროებით ვერ მიიღებენ.
შაკინამ ბოლოს 2014 წელს იმშობიარა და მდედრი მარტორქა გააჩინა, რომელსაც აბები დაარქვეს. ახლა ის ნიდერლანდების ერთ-ერთ ზოოპარკში ცხოვრობს.
თეთრი მარტორქა მოიცავს ორ ქვესახეობას: სამხრეთული თეთრი მარტორქა, რომლის საერთო რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით 19 682–21 077-ია და ჩრდილოური თეთრი მარტორქა, რომლის მხოლოდ სამი ცოცხალი ინდივიდი შემორჩა.