თბილისის პროფესიულმა სასწავლო ცენტრმა 23 სახეობის პროფესიულ ფაკულტეტზე მიიღება დაიწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის პროფესიულ სასწავლო ცენტრში განუცხადეს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის, მზრუნველობამოკლებული და მრავალშვილიანი ოჯახის წევრები მთელი რიგი შეღავათებით ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლას სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაივლიან.
მათი ინფორმაციით, სასწავლო ცენტრთან არსებობს მოსწავლეთა და აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსებიც. დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომრებზე: 30 99 32; 877 10 10 80. წერეთლის გამზირი #134.