ავსტრალიაში დაიწყეს აქლემების დახოცვის ოპერაცია, რომელიც 5 დღეს გასტანს. ოპერაციის პირველ დღეს სნაიპერებმა 1 500 ცხოველი დახოცეს.
ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 10 000 აქლემს დახოცავენ.
აღნიშნულის მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ ფართომასშტაბიანი ხანძრებისა და გვალვის გამო აქლემები ძალიან ბევრს წყალს სვამენ და წყლის მოსაპოვებლად ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.
ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, მწყურვალი აქლემები დასახლებულ პუნქტებს შეესივნენ და მოსახლეობაში ქაოსს იწვევენ.
როგორც იუწყებიან 10 000 აქლემის დახოცვა 5 დღის განმავლობაში მოხდება. მოგვიანებით მოკლულ ცხოველებს კი დაწვავენ.
ავსტრალიის იმ შტატებში, სადაც ფართომასშტაბიანი ხანძრები მძვინვარებს, ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, რასაც თან ერთვის აქლემების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი.
ავსტრალიის მხოლოდ 3 რეგიონში დაახლოებით მილიონი აქლემი ბინადრობს. ცხოველების ამ რაოდენობის მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 400 ათასი ავტომანქანის მიერ დაბინძურებულს უდრის.