იტალიის საელჩოში სპექტაკლი "არლეკინი, ორი ბატონის მსახური", რომლის რეჟისორი მაესტრო ფერუჩო სოლერია, ქართველ ჟურნალისტებს წარუდგინეს.
ეს სპექტაკლი ქართული თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩამოიტანეს საქართველოში. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ქართულ სცენაზე მისი პრემიერა გაიმართება.
პრეზენტაციას მაესტრო სოლერი, იტალიის ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი და ასევე თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ლალიაშვილი ეწრებოდნენ.
"მოხარული ვარ, რომ "არლეკინი, ორი ბატონის მსახური" საქართველოში დაიდგმება. აქამდე კარგად არ ვიცნობდი ქართულ თეატრს, თუმცა ახლა იმედი მაქვს გავეცნობი ქართულ თეატრსა და თეატრის მოღვაწეებს", - განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა ფერუჩო სოლერიმ.
"არლეკინი, ორი ბატონის მსახური" პირველად ჯორჯო სტრელერიმ 1947 წელს დადგა. მის შემდეგ სპექტაკლმა 40 ქვეყანაში იმოგზაურა და დაახლოებით 2 500 000 მაყურებელმა იხილა. სულ "არლეკინო" 3000-ზე მეტჯერ არის დადგმული.
სოლერი ფლორენციაში დაიბადა. 51-ე წელია ამ სპექტაკლში თამაშობს. ის ამ მაჩვენებლით გენესის წიგნშია შესული. 1971 წლიდან კი მსახიობობასთან ერთად სარეჟისორო საქმიანობასაც მიჰყო ხელი.
სოლერი 2007 წლიდან იუნესკოს კეთილი ნების ელჩია.