ერაყის პრემიერ-მინისტრის, ადელ აბდულ მაჰდის განცხადებით, ბაღდადისთვის ცნობილი იყო, რომ ირანი „ალ ასადის“ საჰაერო ბაზას დაბომბავდა. ამის შესხებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მესიჯი ასეთი იყო: „ირანი შურს იძიებს ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის და სულ მალე გაუშვებს ბალისტიკურ რაკეტებს ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით“,- განაცხადა ერაყის პრემიერმა.
ერაყის პრემიერის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით შტატებიდანაც მიიღო სატელეფონო შეტყობინება. მისი განცხადებით, სამხედრო ინტერვენცია მიმართული იყო ამერიკული ბაზების და არა უშუალოდ ერაყის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ერაყი ფლობდა ინფორმაციას საჰაერო თავდასხმების შესახებ, მათ დაბომბვის ზუსტი ადგილები არ იცოდნენ.