ავსტრიის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა, სებასტიან კურცის მეთაურობით ფიცი დადო და მუშაობას შეუდგა. იტყობინება Deutsche Welle.
ფიცის დადების ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის ოფისში გაიმართა. ფიცის დადების წინ, ავსტრიის პრეზიდენტმა დროებითი მთავრობა მისი მეთაური ბრიგიტე ბირლაინი გაათავისუფლა მოვალეობისგან.
კურცის ავსტრიის სახალხო პარტიამ სამთავრობო კოალიცია "მწვანეთა" პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა.
ისტორიაში პირველად, ახალ მთავრობაში ქალი მინისტრები ჭარბონენ კაცებს, მთავრობის 17 წევრიდან 9 ქალია.
პირველად, სებასტიან კურცი ავსტრიის კანცლერი 2017 წლის დეკემბერში გახდა. მაშინ ის 31 წლის იყო და მსოფლიოშ ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაურად ითვლებოდა.
2019 წლის 27 მაისს სებასტიან კურცსა და მის მთავრობას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.