მამაკაცები ქალებთან შედარებით იშვიათად იხდიან ბოდიშს, აცხადებენ ვატერლოოს უნივერსიტეტი მეცნიერები ჩატარებული კვლევენის საფიძველზე.
კვლევების ხელმძღვანელის კარინ შუმანის განცხადებით, მონაცემები ცხადყოფს, რომ მამაკაცები და ქალები მნიშვნელოვნად განსხვავებულები არიან.
მისი მტკიცებით, მამაკაცები ბოდიშს მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან, თუ მიიჩნევენ, რომ ეს გარკვეულწილად ამსუბუქებს მათ დანაშაულს.
თანაბარი რაოდენობით მამაკაცებისა და ქალების გამოკითხვით გაირკვა, რომ ქალები კაცებთან შედარებით 35 პროცენტით მეტჯერ იხდიან ბოდიშს და 30 პროცენტით უფრო "უხეშები" არიან.
შუმანი აცხადებს, რომ ქალების ამ მდგომარეობას განაპირობებს ის, რომ მათ საკუთარი ქმედებებისა და გამოხატვის უფრო დიდი "სია" გააჩნიათ, ვიდრე მამაკაცებს.
მეცნიერის მტკიცებით, შესაძლოა, "მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ განვითარებული შეურაცხყოფის წინააღმდეგ იმუნიტეტი და ამავე დროს შესაძლოა მათ აკლიათ ნათელი წარმოსახვა იმ მინიშნებებთან დაკავშირებით რომლის საფუძველზეც შესაძლოა ბოდიში მოიხადონ".
ქალების ბოდიშების მეტი რაოდენობა განსაკუთრებით მათ რომანტიკულ ურთიერთობებში ვლინდება.
"მათ უფრო მეტად ეშინიათ, რომ არ დაინგრეს არსებული მოცემულობა და ამის გამო მათი ბოდიშები ხშირად ემოციური ხასიათისაა, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცებზე. მამაკაცის ბოდიში მეტ წილად ინტელექტუალურ მხარეს განეკუთვნება და მას თან ნაკლებად ახლავს ემოციური ხარისხი", - აცხადებს კარინ შუმანი.