კანადელი მცნიერების ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ტე იუან ჩანი ხელმძღვანელობს მეცნიერულად დაასაბუთა, რომ მშობლების სიყვარული და მზრუნველობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ბავშვის ტვინის შემდგომ განვითარებას.
მაკდილის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტებით და ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ გენის დონე, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული უჯრედების ურთიერთქმედებებზე მნიშვნელოვნად მაღალი აქვთ მათ, რომლებიც ბავშვობაში მშობლების განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იყვნენ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ "თითქოს ისედაც ნათელია საკუთარი შვილების სიყვარული" და არა მხოლოდ სიყვარული და მათ მიმართ სათუთი დამოკიდებულება, თუმცა ყველაფერი მარტივად არ არის.
"ბოლო დროს ოჯახებს სულ უფრო იშვიათად სურთ ახალი წევრის გაჩენა და გაჩენის შემთხვევაში კი უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს თუ როგორ უნდა მოექცეს მას. მეტწილად ოჯახებს ბავშვების აღზრდა მინდობილი აქვთ ძიძებისთვის. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ვიდრე უმეტესი გამოვლინებები როდესაც აღზრდა პირდაპირ უკავშირდება ტელევიზორს, კომპიუტერულ თამაშებს და ინტერნეტს", _ აცხადებენ კანადელი მეცნიერები.
მკვლევარების განცხადებით, ბავშვის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია მშობლების ზრუნვა, რაც შეიძლება უამრავი სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს.