საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 ნოემბერს დააკავა.
საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს გამართულ პროცესზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა.